dle 9.7 8DLE

უზენაესი სასამართლოს განმარტება

უზენაესი სასამართლოს განმარტებასაქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო საქმის განხილვაში ორდერის საფუძველზე მონაწილე ადვოკატის
უფლებამოსილების ფარგლებთან (მოცულობასთან) დაკავშირებით (საქმე #ას-1614-
1608-2011 და საქმე #ას-1269-1289-2011)
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში ადვოკატმა სასამართლოს უნდა
წარუდგინოს ასევე საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. ორდერის საფუძველზე წარმომადგენლობა გულიხმობს მხოლოდ სასამართლოზე წარმომადგენლობას, და არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით დადგენილი საპროცესო უფლებების გამოყენების შესაძლებლობას (ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელია მინდობილობა შესაბამისი უფლებამოსილებების განსაზღვრით).

დაწვრილებით